ნაშთი:მარაგშია
კატეგორია:ტექსტილი
SKU:2103140
დავით
კაკაბაძის (1889-1952) შემოქმედებას ათეული წლებია აღტაცებაში მოჰყავს
დამთვალიერებელი. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც
საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მისი ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიური
ტკბობის საგანს, არამედ სამყაროს შემეცნების საშუალებასაც წარმოადგენდა. ის იყო
ექსპერიმენტატორი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, ქართული მოდერნიზმის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. დავით კაკაბაძემ რამდენიმე ავტოპორტი შექმნა,
მათგან ერთ-ერთი "ავტოპორტრეტი ფარდასთან", გახდა "ბაბალეს"
ულამაზესი ქსოვილის შექმნის ინსპირაცია.