ნაშთი:მარაგშია
კატეგორია:წინდები
SKU:2160587
ლექსო ფოდიაშვილი დაუნის სინდრომის
მქონე ახალგაზრდა მხატვარია. ლექსო ადრეული ბავშვობიდან ხატავს, მას თავისი
გამორჩეული სტილი აქვს. მისი საყვარელი მხატვარი მოდილიანია. განსაკუთრებით უყვარს
პორტრეტების ხატვა - „მგონია რომ პორტრეტებში ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებია,
ვუყურებ მათ და ვგრძნობ რაზე ფიქრობენ“ - ამბობს ლექსო. ლექსომ ქოლგები განსაკუთრებული დატვირთვით
დახატა, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდისთვის, რომლის სიმბოლოც
ქოლგაა. ამ ულამაზესი წინდების რეალიზებიდან შემოსული თანხა, მთლიანად ფონდს
მოხმარდება.