ქარ
No such results
#აჩუქეწინდა2024

#აჩუქეწინდა2024

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ჩვენი წლევანდელი კამპანია გვინდა გავხსნათ ინოვაციური, ინფორმატიული და ძალიან საინტერესო პოსტერებით. კამპანიის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ. მათმა წევრმა თერთმეტმა კრეატიულმა სააგენტომ იმუშავა წლევანდელ გზავნილზე, რომელიც სტერეოტიპების ერთობლივად დასრულებას უკავშირდება. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრებისთვის. ყოველ მათგანში იგრძნობა პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სიყვარული. მადლობა მათ იმ სწორი მესიჯებისთვის, რომლებიც საზოგადოებას უნდა მისწვდეს, დააფიქროს და გადააფასებინოს ბევრი რამ - დაანახოს მოქალაქეებს, რომ სტერეოტიპები მხოლოდ ზიანის მომტანია და არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის. სტერეოტიპები აზარალებს ყველას და საბოლოო ჯამში ქვეყანას. ვფიქრობთ ასეთი სოციალური კამპანიები ყველას დაგვეხმარება მივიღოთ არაფორმალური განათლება სხვადასხვა საკითხებში, რაც ჩვენი, როგორც ჯანსაღი მოქალაქეების ფორმირებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელს. ყოველი პოსტერი განსაკუთრებულია. გირჩევთ არ გამოტოვოთ არცერთი. გახსენით, ნახეთ, დატკბით კარგი ვიზუალებით, უზუსტესი მინიშნებებით, რომლებიც მხოლოდ დადებით ენერგიას შეგმატებთ. მიიღეთ და გაუზიარეთ თქვენ ნაცნობ-მეგობრებს სწორი ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. მოვიდა დრო, ყველამ ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები

2024-02-19